რომ არა ბიძინა ივანიშვილი, აქ მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის სახალხო პარტიას ღიად უპისრისპირდება და ბიძინა ივანიშვილს კბილებით იცავს.
ირაკლი რარიბაშვილის მტკიცებით, რომ არა "ბიძინა ივანიშვილი" ქვეყანა არ იარსებებდა:
მინდა, EPP-ს შევახსენო, რომ მათი შვილობილი, თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა, არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს, მეგობრებო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს"- აცხადებს ღარიბაშვილი.