უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას - პრემიერი

13.06.22 15:13
უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია,  ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას - პრემიერი

პრემიერი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი "სირცხვილიას", ფაქტობრივად, დასჯით დაემუქრა და საზოგადოებას მოუწოდა, პროვოკაციას არ წამოეგონ. 

საუბარია ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც სიმბოლურად 20 ივნისს დაანონსდა. 

ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია. თითქოს ევროკავშირში ინტეგრაციის და სტატუსის მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, მეგორებო, ვინ ითხოვს ამ აქციას? ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატებორვბად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ , რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს და ცალმხრივად გაუხსნა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი, მასხარა სააკაშვილი ხვდებობდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. ასე რომ, მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ, - განაცხადა პრემიერმა. 

 


 

მსგავსი სიახლეები