ვინმეს გახსოვთ, ქალბატონ ლომჯარიას სააკაშვილის დროს რაიმე დაეგმო? - პრემიერი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს ისევ აკრიტიკებს. მისი თქმით, ნინო ლომჯარიას წინა ხელისუფლების დროს "ადამიანის წამება" არასდროს დაუგმია.
გამოდის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნია ბომბების ცეცხლი და წვა მივიღოთო. ქალბატონი ლომჯარია სააკაშვილის დროს ვის უნახავს? მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა და ვინმეს გახსოვთ რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა, წამება, ბიზნესის დარეკეტება, მკვლელობები”, - განაცხადა კობახიძემ.