მოლდოვასა და უკრაინას ათი თავით ვუსწრებთ ყველა მიმართულებით - ღარიბაშვილი

13.06.22 15:22
მოლდოვასა და უკრაინას ათი თავით ვუსწრებთ ყველა მიმართულებით - ღარიბაშვილი

"მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია იცის ყველა ევროპელმა"- ამის შესახემ მთავრობის მეთაურმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში მედია თავისუფალია, და საქართველო ანტიკორუფციული პოლიტიკით გამოირჩევა. 

ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყნებს თავიანთი რეფორმებისა და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს, ამ მიღწევების მიხედვით უკაცრავად, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის და არა მხოლოდ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები