პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს - პრემიერი აკერმანზე

13.06.22 15:25
პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს - პრემიერი აკერმანზე

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას აკერმანის სახით პატრონი მოუკვდა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ენმ-მ ქვეყანაში გადატრილების დაგეგმის მიზნით პიტერ აკერმანი ჩამოიყვანა, თუმცა ის გარდაიცვალა. 

კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და რევოლუციის მოწყობა რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ, აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა აი, ეს ჩენი დესტრუქციული მე-5 კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა შემდეგ ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ ე.ი. ამ დესტრუქციულ ძალებს, - თქვა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები