ევროკავშირის გადაწყვეტილება თუ არ იქნება სამართლიანი, ჩვენ ხალხს ყველფერს ავუხსნით - პრემიერი ღარიბაშვილი
ევროკავშირის გადაწყვეტილება თუ არ იქნება სამართლიანი, ჩვენ ხალხს ყველფერს ავუხსნით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ანტიქართული“ და „ანტისახელმწიფოებრივია".
ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ის "რეზოლუციას აპროტესსტებს".
ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.