"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიება - "ოცნება" თავდასხმის რეჟიმშია

13.06.22 15:48
"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიება - "ოცნება" თავდასხმის რეჟიმშია

5  ივლისის საქმეზე "ქართული ოცნება"  პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. "შაბათის ეთერის" რეზონანსული გამოძიების შემდეგ,  მმართველი პარტიის დეპუტატები  თავდაცვას  ტვ პირველზე თავდასხმით შეეცადნენ. 

დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილმა "პირველების" ჟურნალისტს უთხრა, რომ ძალადობას და სიცრუეს ემსახურებოდა. 

„ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, უმრავლესობით მოსულია და არაერთ არჩევნებში გაიმარჯვა და თქვენ ემსახურებით „ფეიკს“, ძალადობას, სიცრუეს და ამით გინდათ მოწამლოთ საქართველოს უმრავლესობა. მოძალადეები არიან თქვენი ტელევიზიის პატრონები, - თქვა ყაველაშვილმა. 

სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციას "შაბათის ეთერის" მამხილებელი სიუჟეტის ნამდვილობაში ეჭვი არ შეპარვია. ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორები შესაბამისად უნდა დაისაჯონ. 

სუსიც არის რგოლი აი, ამ მოძალადე ხელისუფლების, რომელსაც შიდა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფრის კადრება და გაკეთება შეუძლია. ამიტომ, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით სუსი მოქმედებდა ზუსტად ისე, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი უნდა მოეტანა ჟურნალისტებს შორის. ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიდიან და ძალადობას ახალისებენ, ამ ადამიანებს შესაბამისი ნორმები უნდა დაუწესდეთ და  შესაბამისი აღქმა უნდა იყოს ევროკავშირის და დასავლეთის მხრიდან ამ ადამიანების მიმართ, - თქვა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" სუს-ის თანამშრომლების საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისის სისხლისღვრა სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა. 

მიხეილ ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე- სუს-ის ის თანამშრომლები არიან, რომლებიც უმძიმეს დღეს დავალებებს გასცემდნენ და იღებდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები