მგონია, სალომე ზურაბიშვილს სიტყვა გაექცა იმიტომ, რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს - ზარქუა
"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია აი ამ არხებიდან, ამოვარდნილია კონტექსტიდან"- განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გააკეთა.
როგორ შეიძლება ახლა შენ მწვალებელი, მწვალებლის თანაშემწეები გააიგივო და ერთ სიბრტყეში დააყენო ბატონ ივანიშვილთან. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს რეკომენდაცია გაუწია, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე იმიტომ შეირჩა ამ პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა ევროპული გამოცდილება პოლიტიკოსის და ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა ნიშნავს სამართლიანობას, სამართალსა და სიმართლის თქმას. აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი, რომ ის უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როცა განცხადებებს აკეთებს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვა გაექცა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს - თქვა ზარქუამ.