ხმაური წალენჯიხის საკრებოლოში - ,,ოცნება" პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

13.06.22 17:35
ხმაური წალენჯიხის საკრებოლოში - ,,ოცნება" პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

ხმაური წალენჯიხის საკრებულოში  - თვითმმართველობის ორგანოში ოპოზიციაში მყოფი ,,ქართული ოცნების" დეპუტატები ქალაქის მერს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდნენ.

წალენჯიხის ვიცე-მერის, ივანე ბურდულის თქმით, საუბარია საშტატო ნუსხის 9 ერთეულით შემცირებაზე და ეს ის პირები არიან, რომლებიც სამსახურში არ დადიან.

ბურდულის მტკიცებით, საუბარია გაბერილ უფუნქციო საშტატო ნუსხაზე, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" წალენჯიხის მერიაში პარტაქტივით დააკომპლექტა. რეორგანიზაციის ფარგლებში განყოფილებების ოპტიმიზაციაა დაგეგმილი, საუბარია საბიუჯეტო ხარჯების 120 ათასი ლარით ეკონომიაზე.

ადამიანი, ვინც ონლაინ ტრენინგების მოსმენაში იღებს ხელფასს, ან როცა ნახევარი ადამიანის საქმეს ასრულებს 3 ადამიანი, არ არის საჭირო ეს შტატი, ტრანსპორტის საკითხი ევალა 3 ადამიანს და  და ტრანსპორტი არ არსებობს. 

სამწუხაროდ,  გვიწევს წლების განმავლობაში დაუსაბუთებლად გაზრდილი შტატების გაუქმებაზე დასაბუთების მოძებნა. - განაცხადა წალენჯიხის ვიცე მერმა, ივანე ბურდულმა.

მსგავსი სიახლეები