"სიზმარაა", ყველაფერი ელანდება - ჩარკვიანი პრემიერზე

13.06.22 17:14
"სიზმარაა", ყველაფერი ელანდება - ჩარკვიანი პრემიერზე

პრემიერის მუქარის შემცველ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. პარტია "კანონის და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, ირაკლი ღრაიბაშვილს "სიზმარას" უწოდებს და ამბობს, რომ პრემიერს ყველაფერი ელანდება. 

„სიზმარა“... დავარქვი ღარიბაშვილს. მათ ელანდებათ ეს ყველაფერი, ახლა არიან ძალიან ცუდ დღეში, რატომ იცით? იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ ჩვენ თუ ძალიან ბევრნი ვიყავით უკრაინის მხარდსაჭერად, დასაცავად, განა საქართველოს დასაცავად არ ვიქნებით? თავს არ მოვიჭრით არაფრით და 21 საუკუნეში ირაკლი ღარიბაშვილის, ივანიშვილის და წულუკიანის კორუფციული ქონებისთვის საქართველო დამოუკიდებლობას არ დაკარგავს, - თქვა ჩარკვიანმა. 

მსგავსი სიახლეები