მიხეილ სააკაშვილი სტარატეგიულ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ

13.06.22 17:24
მიხეილ სააკაშვილი სტარატეგიულ პარტნიორებს  მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ევროკავშირს- ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორებს სთხოვს, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ეს პოლიტიკური გზავნილი ,,ვივა მედის" კლინიკიდან ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა.

მთავარ საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ, იმაზე, რასაც ყველა ველოდებით 24-ში. ყველა ნაცნობს, მეგობარს, ყველა ევროპელ ლიდერს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საქმეში, ყველას ეხმიანება და თხოვს, რომ საქართველომ ეს შანსი არ დაკარგოს.

ქართველი ხალხის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება და ყველას მოუწოდებს, ანგარიში გაუწიონ ჩვენს ქვეყანას - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

სააკაშვილს ახლა სამედიცინო ექსპერტები ამოწმებენ. კვლევების შემდეგ დაპატიმრებულ პრეზიდენტს დედა, გიული ალანასია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, მოინახულებენ.

მსგავსი სიახლეები