"სამართალი ჩვენს მხარეზეა" - ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მოსალოდნელ სანქციებზე

13.06.22 20:42
"სამართალი ჩვენს მხარეზეა" - ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მოსალოდნელ სანქციებზე

განწყობა მებრძოლი აქვს - ასე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს.

განწყობა მებრძოლი აქვს, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ სამართალი ჩვენს მხარეზეა. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ვადასთან დაკავშირებით კი- უმოკლესი. იცით, ასეთ დავებში დროის პროგნოზირება უაღრესად რთულია. - აცხადებს ადვოკატი "ტვ პირველთან".

"პირველების" ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საქართველოში ჩამოსულ უცხოელ იურისტებთან კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება.

ამასთან "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ოლიგარქის მოწვევით, უცხოელი ადვოკატების ჯგუფი ჩამოვიდა. მთავარი საზრუნავია, როგორ უნდა გადარჩეს უცხოეურ სანქციებს ოლიგარქი? -

მსგავსი სიახლეები