ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა - ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ალუდა ღუდუშაურისთვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ანგარიშგასაწევი არ არის.
მეტიც, "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ "რეზოლუციაში ტყუილები წერია".
რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი?! ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა"- განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.რეზოლუცია ევროპარლამენტარების პოზიცია იყო, მაგრამ ხელისუფლება ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მოთმინებით ელოდება“.
... გგონიათ, 308 ევროპარლამენტარი რომ იტყვის, რომ ეს კრიმინალი სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა და კასტილებიანი კაცი და მეგისა ქარდავა ყოფილა დემოკრატიის შუქურა, გგონიათ ამით რეალობა შეიცვლება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვაგვარად იფიქრებს? თუ იმ გაუბედურებული ოჯახებისთვის შეიცვლება რამე? 308-ვე ევროპარლამენტარს ვეკითხები ამას, ამით შეიცვლება რამე? სერგო თეთრაძის ოჯახისთვის რამე შეიცვლება? მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.