,,საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

16.04.21 13:03
 ,,საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

თბილისში, ავლაბარის მეტროსთან მდებარე ,,საქართველოს ბანკის" შენობაში დღის 12 საათზე შეიარაღებული პირი შეიჭრა. 

ტვ პირველის ინფორმაციით,  ბანკის თანამშრომელმა გაფრთხილების ღილაკს ხელი მიაჭირა, რითაც პოლიციას ძარცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ბანკის მძარცველმა მძევლები აიყვანა.

ბანკის გარე პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

 

"ტვ. პირველი" დეტალებს არკვევს.