ივანიშვილმა ქვეყანას ქვეყანას სამება აუშენა, სანქციებით ვერავინ დაგვაშანტაჟებს - თორნიკე რიჟვაძე

14.06.22 11:18
ივანიშვილმა ქვეყანას ქვეყანას სამება აუშენა, სანქციებით ვერავინ დაგვაშანტაჟებს - თორნიკე რიჟვაძე

ევროპარლამენტარების წინააღმდეგ და ივანიშვილის დასაცავად - ხელისუფლების კამპანიას თორნიკე რიჟვაძეც შეურთდა. აჭარის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რეზოლუცია "სიყალბით და ორპირობითაა სავსე". 

რიჟვაძის მტკიცებით, დოკუმენტში შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებია.

აჭარის მთავრობის მეთაურმა Credit Suisse-ის წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომელიც ივანიშვილს ფულს ამ დრომდე არ ურიცხავს. "ქართული ოცნების" ლიდერმა შვეიცარულ ბანკს "თავგასულები" უწოდა. 

 ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ.

სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის მეთაური პირობას დებს, რომ ბიძინა ივანიშვილსთვის ბოლომდე იბრძოლებს. 

როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში უკან არ დავიხიოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება,“ - დასძინა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები