წყარო: ხელისუფლება გეგმავს, 20 ივნისს ევროპული კურსის მხარდამჭერებს კონტრაქცია მოუწყოს
"ტვ პირველის" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" აქტიურად განიხილება გეგმა, რომ 20 ივნისს, როცა ხალხი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ქვეყნის ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვა, ხელისუფლებამ კონტრაქცია მოაწყოს.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ხელისუფლების სურვილია, კონტრაქციაში რადიკალური ჯგუფები ჩართონ. წყაროს თქმით, პრორუსულ ძალებთან აქტიური კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულები კი პრემიერის მუქარას რუსული, მარგინალური პოლიტიკის გაგრძელებას უწოდებენ.
ირაკლი ღარიბაშვილის და ზოგადად, "ქართული ოცნების" რიტორიკა, ამ აქციის "გაშავებასთან" და მარგინალიზებასთან დაკავშირებით, არაფერია თუ არა რუსული, კარგად გამოცდილი პროპაგანდისა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოქალაქეები დაჰყონ და დააქუცმაცონ"- აცხადებს "პირველებთან" ნოდარ რუხაძე.
20 ივნისს აქციის ჩატარების აზრს ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში", მმართველი პარტიის წევრები კონტრაქციის მოწყობის საკითხზე არ საუბრობენ.
ბექა დავითულიანის თქმით, "აქციის მიზანი" ვერ გაიგო.
რაც პრემიერმა თქვა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ აქციის ორგანიზატორები "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან მინიმუმ, მაქსიმუმ ბევრი აქტივისტი და წევრი"- აღნიშნავს დეპუტატი.