20 ივნისს ვაპირებთ შორიახლოს ყოფნას - ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას აანონსებენ
კონტრაქცია დაგეგმილია - 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდასაჭერად გამოსულ მოქალაქეებს ხელისუფლება ამჯერადაც რადიკალებს დაუპირისპირებს.
ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს სრული მობილზიაცია აქვთ გამოცხადებული. 5 ივლისის ძალადობის დაუსჯელი ორგანიზატორები ისევ არეულობას აანონსებენ.
რადიკალების ლიდერი, კოკა მორგოშია, ამბობს, რომ სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული, რის ფარგლებშიც ათასობით მხარდამჭერს მოუყრის თავს, ექნებათ რამოდენიმე ლოკაცია.
ივნისის 20-დან 24-მდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ.
20 ივნისს ვაპირებთ ჩვენს ლოკაციებზე შორიახლოს ყოფნას, არსად არ გავდივართ, რომ ვინმემ პროვოკაცია არ დაგეგმოს.
თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ექსცესების გარეშე, ჩვენც დავიშლებით.
თუ დავინახავთ, რომ აქციაზე მოხდება დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როცა ძალოვან უწყებებს და სახელმწიფო ინსტიტუციებს თავს ესხმიან ,,ნაცმოძრაობა" და მათი ანასხლეტები, მაშინ ჩვენ მოქმედებაში შევალთ.
თუ ამ ქვეყანას დაცვა დასჭირდება, პოლიციის იმედად არ ვიქნებით! - განაცხადა რადიკალების ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ.