სკანდალური კვლევა - ვინ შეადგინა კითხვები?
სკანდალური კვლევაზე ,,ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის და ყველაფერს კომპანია ,,გორბს" აბრალებს. ის კი, ვინც ანტიევროპული კამპანიის პროვოცირება მოახდინა- განმარტებებს არ აკეთებს.
ვინ შეადგინა კითხვები, რომლითაც ხალხი შეცდომაში შეიყვანეს, რომ თითქოს ვინმე საქართველოს სთხოვს, რუსეთს ომი გამოუცხადოს, ამ დრომდე საიდუმლოა.
რამდენად რელევანტურია, ეს თავად კვლევაში წერია. ცდომილების მარჟა არის 3%-მდე. შესაბამისად, ეს კვლევა რელევანტურია.
რაც შეეხება კვლევის შინაარსს, ის გვიჩვენებს, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს.
რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, თუ ვინ შეადგინა კითხვები, რა თქმა უნდა, თემატიკას დამკვეთი ეუბნება, თუ რა აინტერესებს, ხოლო კითხვის ფორმულირებას აკეთებს კვლევითი ჯგუფი - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი.
სოციალური კვლევა ,,ქართული ოცნების" პარტნიორმა კვლევითმა ორგანიზაცია გორბმა" გამოაქვეყნა. ხალხი ტელეფონით გამოკითხეს და კითხვები ისეთი ფორმულირებით დაუსვეს, რომ ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომი ააგორეს.
"ტვ იმედის" მტკიცებით, 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.