"იმედის" მფლობელს უნდა აეკრძალოს შეერთებულ შტატებში შესვლა - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

14.06.22 14:55
"იმედის" მფლობელს უნდა აეკრძალოს შეერთებულ შტატებში შესვლა - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

მედიაექსპერტი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე აცხადებს, რომ "ტვ იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს შეერთებულ შტატებში შესვლა უნდა აეკრძალოს. 

ირაკლი რუხაძეს - იმედის მფლობელს უნდა აეკრძალოს შეერთებულ შტატებში შესვლა. ეს პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე ეტაპზე უნდა ჩამოერთვას თანდათან საზღვარგარეთ არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. რითაა სოლოვიოვ პროპაგანდისტზე ნაკლები? არა?"- წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

საექსპერტო წრეები და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ "ტვ იმედის" მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევა, ანტიევროპული კამპანიის პროვოცირებას ემსახურებოდა. 

პროტესტი კითხვის ფორმულირებამ გამოიწვია, თითქოს ვინმე საქრთველოს სთხოვს რუსეთს ომი გამოუცხადოს. სოცილური კვლევა ქართული ოცნების პარტიონრმა კვლევითმა ორგანიზაციამ "გორბმა"  გამოაქვეყნა. 

 

 

მსგავსი სიახლეები