ეს ნაჯღაბნია, რითაც მოქალაქეებს აშინებენ, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა სურს - გოცირიძე ,,გორბის" კვლევაზე
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ,,გორბის" კვლევა შესაძლოა, რეალურად არც ჩატარებულა და ის ,,ქართული ოცნების" ოფისშია დაწერილი.
ხავსს ეჭიდებიან- ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ,,ქართული ოცნების" საქმე არც თუ კარგადაა და ამიტომაც ასეთ სპეკულაციაზე მიდიან და მოსახლეობაზე ზემოქმედებით საზოგადოებრივი აზრის შექმნა სურთ.
ეს არ არის კვლევა, ეს არის დაწერილი, ნაჟღაბნი, რომლითაც აშინებენ ჩვენს მოქალაქეებს, ემუქრებიან ომით, თითქოს დასავლეთს სურდეს საქართველოს ომში ჩათრევა. - ამბობს რომან გოცირიძე.
საექსპერტო წრეები და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ "ტვ იმედის" მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევა, ანტიევროპული კამპანიის პროვოცირებას ემსახურებოდა.
პროტესტი კითხვის ფორმულირებამ გამოიწვია, თითქოს ვინმე საქრთველოს სთხოვს რუსეთს ომი გამოუცხადოს. სოცილური კვლევა ქართული ოცნების პარტიონრმა კვლევითმა ორგანიზაციამ "გორბმა" გამოაქვეყნა.