,,რუსული ფული და სახელისუფლებო მწვანე შუქი"- სამოქალაქო აქტივისტები რადიკალების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობენ

14.06.22 15:24
,,რუსული ფული და სახელისუფლებო მწვანე შუქი"- სამოქალაქო აქტივისტები რადიკალების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობენ

სამოქალაქო საზოგადოება პასუხისმგებლობას იღებს, რომ 20 ივნისის აქციაზე რაიმე ექსცესებს მათი მხრიდან ადგილი არ ექნება. 

,,სირცხვილიას" აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ რადიკალური დაჯგუფების ლიდერი, კოკა მორგოშია ციხეში არ ზის, მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, რომ მისი დაჯგუფების წევრებს კვლავ არეულობისა და ძალადობისთვის ამზადებენ. 

ის, რომ კოკა მორგოშია ახლა ციხეში არ ზის შარშანდელი დანაშაულის მერე, მას მერე, რაც დამართა ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას, ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არაა, ის, რომ წელსაც იგივეს აპირებს ეს კაცი თავისი რუსული ფულით და სახელისუფლებო მწვანე შუქით, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს არათუ დაუშვა, არამედ დაუკვეთა და ზუსტად ამიტომ შეინახა კოკა მორგოშია, რომ წელსაც გამოეყენებინა. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონტრაქცია არ შედგება, რადგან ევროპას მოუწევს, დაინახოს 2 საქართველო, ერთი, რომელიც მიდის დასავლეთისკენ, ხოლო მეორე-რუსეთისკენ.

ჩვენ აქვს ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არანაირი ექსცესი ჩვენი მხრიდან არ იქნება. - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ძალადობრივი ჯგუფები 20 ივნისს კონტრაქციით იმუქრებიან
 

 

 

მსგავსი სიახლეები