სუსი-ს 5 ივლისის ძალადობის უკან - სოზარ სუბარი იდენთიფიცირებულ ძალოვანებთან ნაცნობობას ადასტურებს

14.06.22 15:49
სუსი-ს 5 ივლისის ძალადობის უკან - სოზარ სუბარი იდენთიფიცირებულ ძალოვანებთან ნაცნობობას ადასტურებს

 ,,ოცნების" დეპუტატების ნაწილი ადასტურებს, რომ  ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში დასახელებული იმ პირებს იცნობენ, ვინც ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მედიაზე თავდასმისა და ძალადობის ბრძანებებეს გასცემდა, თუმცა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის არ სჯერათ.

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, ,,ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული გამოძიების ფიგურანტებს იცნობს და მათთან წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, დეპუტატს არ სჯერა, რომ ეს ადამიანები ჟურნალისტებზე ძალადობის დავალებებს გასცემდნენ. 

ვნახე ეს სიუჟეტი, იქ იყო გვარები ნახსენები თანამშრომლების, რომელთა ნაწილს ვიცნობ პირადად და ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალებს და მართლა არ მჯერა, წარმოუდგენელია, რომ ეს ჩანაწერები შეესაბამებოდეს სინამდვილეს, იმდენად კარგად ვიცი მათი პატიოსნება, წესიერება, კეთილსინდისიერება.

ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ემსახურებიან, პატიოსნებად მიმაჩნია - განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,ნოდარ მელაძის შაბათმა" სუსი-ს იმ თანამშორმლების იდენტიფიცირება მოახერხა, ვინც 5 ივლისს ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს დავალებებს აძლევდა და ჟურნალისტებზე თავდასხმას აპროვოცირებდა. თუმცა, პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს და გამოძიებას არ იწყებს.

მსგავსი სიახლეები