საქართველოში ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან რუსეთი დგას? - ზარქუა დეგნანს

14.06.22 17:28
საქართველოში ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან  რუსეთი დგას? - ზარქუა დეგნანს

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია", "ქართულ ოცნებაში" შეფასებები მოჰყვა.

მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ზარქუა, დიპლომატს კითხვით მიმართავს: 

მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას, რაც გააკეთა, ომთან მიმართებაში ეს არის რუსული პროპაგანდაო. მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, მადლობა ამ პოზიციისთვის, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გახსოვთ თქვენ, რომელმაც მოგვიწოდა, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. მათ შორის, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა ცუდია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ არიან ხელისუფლებაში საქართველოში, იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო. მაშინ, ეს რა არის? ანუ, ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებენ? ანუ, მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ.

მსგავსი სიახლეები