20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ - ნიკა გვარამიას გზავნილი
ნიკა გვარამიას გზავნილი - პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" მფლობელი თვლის, რომ 20 ივნისის აქციაზე, ევროპას გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არსად სხვაგან.
ნიკა გვარამიას გზავნილი ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა. მისი თქმით, "მთავარი არხის" ხელმძღვანელი მხნედ და შემართებითა:
ელოდება 24 რიცხვის გადაწყვეტილებას ისევე როგორც ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი. მისი ძალიან დიდი სურვილია რომ საქართველოს ყველა პატრიოტმა შეძლოს გაერთიანება 20 რიცხვში და რუსთაველზე გავიდეთ, იმისთვის, რომ ევროპას გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არსად სხვაგან. ეს არის ნიკას საფიქრალი და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესის ირგვლივ არის მისი ყველა ფიქრი გაერთიანებული.
რა თქმა უნდა, მე მოვალე ვარ, საზოგადოებას, ყველას, მის გულშემატკივარს, გავუზიარო მისი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოვალეობა გახლავთ რომ 20 რიცხვში ვიყოთ ძალიან ბევრნი რუსთაველზე და გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა, - ამბობს ეკა ხერხეულიძე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში მოინახულა.