პრეზიდენტმა ნიკა გვარამია არ შეიწყალა

14.06.22 19:55
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა "მთავარი არხის" დირექტორიარ შეიწყალა. სპეციალურ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას დაკავებას უდროო უწოდა. 

 „თუ შედეგიანი პოლიტიკა გვინდა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ“ - თქვა ზურაბიშვილმა. 

შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას, კი. ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 16 მაისს მიუსაჯეს. 

მსგავსი სიახლეები