საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან - კარლ ბილდტი

14.06.22 20:24
საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან - კარლ ბილდტი

შვედეთის ყოფილი პრემიერისა და ,,ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის" თანათავნჯდომარის, კარლ ბილდტის, პროგნოზით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ძალიან დაბალია. 

ბილდტი ,,ქართულ ოცნებას" ,,არალიბერალურ რეჟიმად" მოიხსენიებს.

სიმართლე, რა თქმა უნდა, ის არის, რომ საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიციის მიმართ მოპყრობა კი საზიზღარი. დღეს ეს არალიბერალური რეჟიმია. - წერს TWITTER-ზე კარლ ბილდტი.

23-24 ივნისს ევროკავშირი გასცემს საბოლოო პასუხს შეკითხვაზე, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მსგავსი სიახლეები