ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე - პრეზიდენტი

14.06.22 21:21
ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე - პრეზიდენტი

"ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე,შედეგიც მიიღო"- ამის შესახებ საქართვეოლოს პრეზიდენტმა საგანგები ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას ევროპის დედაქალაქში "ფაფუჭებული საქმე დახვდა". 

ბრიუსელში დამხვდა საკამოდ დამძიმებული სურათი. დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვათ გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებულ ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მიეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა, ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას"- თქვა პრეზიდენტმა. 

მისი განცხადებით,  გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის ივანიშვილის ხსენების ნაწილში: 

. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მიღებაში. ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას"- თქვა ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება: 

საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს'- თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები