რეზოლუციაში ივანიშვილზე უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებებია - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიედენტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იცავს - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტში, ივანიშვილზე უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებებია:
ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მიღებაში. ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას"- თქვა ზურაბიშვილმა.