"ბევრ საფრთხეს უკავშირდება" - პრეზიდენტი "სირცხვილიას" აქციის გადადებისკენ მოუწოდებს

14.06.22 21:41
"ბევრ საფრთხეს უკავშირდება" - პრეზიდენტი "სირცხვილიას" აქციის გადადებისკენ მოუწოდებს

"მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციის ჩატარების შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები