ჩვენი არც ერთი პარტნიორისგან არ ყოფილა მოწოდება მეორე ფრონტზე... ესაა მოგონილი, ტყული - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ რც ერთი პარტნიორისგან არ ყოფილა მოწოდება მეორე ფრონტზე.
ქვეყნის მთავარსარდლის შეფასებით, ეს არის ფორმა, რითაც ხელისუფლება მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქცევას ცდილობს:
არც ერთი ჩვენი პარტნიორისგან და ამას ვამბობ რული პასუხისმგებლობით, არასოდეს არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა სად ხართ, რატომ არაა მეორე ფრონტი, რას აპირებთ, მოდით და თქვენ მიიღეთ მონაწილეობა - ეს არ არსებობს, ესაა მოგონილი, ტყული"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი:
ეს არის ფორმა, რითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს თავისი მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი"- დასძინა მან.
რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია".
ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ უნდა ომი. ვის უნდა ომი? უკრაინელებს უნდოდათ? ის არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია ან კიდევ სხვა ახსნა აქვს, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ? - თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.