ვიმუქრებით, ფარდას ავხდითო, მაგრამ ფარდა ჩვენზეა ახდილი- ზურაბიშვილის ღია კრიტიკა პრემიერს
სალომე ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილს პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში მხარდამჭერები გაანაწყენა და მეტიც, იქით ემუქრება მეგობრებს.
გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტია, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი“, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება“, ყველაფერს „ფარდას ახდის“.