"არა და არასდროს" - "სირცხვილიას" პასუხი პრეზიდენტს

14.06.22 22:03
"არა და არასდროს" - "სირცხვილიას" პასუხი  პრეზიდენტს

მოძრაობა "სირცხვილია" გეგმებს არ ცვლის და 20 ივნისს, 20:00 საათზე აქციას  - "შინ ევროპისკენ" გამართავს. 

20 ივნისს, 20:00 საათზე. შინ ევროპისკენ! - დაწერა მოძრაობის წევრმა, ნოდარ რუხაძემ. 

 

 

არა და არასოდეს! - დაწერა შოთა დიღმელაშვილმა. 

 

 

მასალის განახლება:  რამდენიმე წუთის წინ "სირცხვილიამ" პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით უპასუხა: 

ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა, გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს. 
წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს! 
ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. 
ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ"- წერია განცხადებაში. 

"მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციის ჩატარების შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

 

მსგავსი სიახლეები