ე.წ. პიჯაკების საქმე - სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს ისევ ვერ დაესწრება. მიზეზი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მესამე პრეზიდენტი, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სხდომის გადადებას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა და საკუთარი სიმართლის დაცვა თავად სურს.
პარალელურად, ექსპრეზიდენტი სამედიცინო დასკვნის გასაჯაროვებას ელოდება. რა ჭირს სააკაშვილს და შესაძლებელია თუ არა მისი ქვეყნაში მკურნალობა, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. სწორედ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.