არ ვეთანხმები პრეზიდენტს ხელისუფლებისა და ივანიშვილის გამიჯვნაში - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი პრეზიდენტს ხელისუფლებისა და ივანიშვილის გამიჯვნაში არ ეთანხმება.
პარტია „ლელოს“ ლიდერის, სალომე სამადაშვილის, თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ხელისუფლებას და მათი გამიჯვნა არასწორია.
სალომე ზურაბიშვილს არ დავეთანხმები ამ ხელისუფლების გამიჯვნაში ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის არის ეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლება რამეს არასწორად აკეთებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. ამიტომ, მე მიმაჩნია რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საქმეებში და მე რუსი ოლიგაქებისგან გათავისუფლება მსურს ჩემი სახელმწიფოსი. ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სურს, ჩემი აზრით, იგივე მოტივაცია უნდა ჰქონდეს - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ,,პირველებთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავრსარდალმა რამდენჯერემე გაიმეორა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანშვილის დასანქცირების მოთხოვნა არ მოხვდებოდა, ,,ქართულ ოცნებას" რომ სათანადოდ ემუშავა.