მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

16.06.22 18:22
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელიც კლინიკა ,,ვიბა მედში" უნდა ჩატარებულიყო, 27 ივნისამდე გადაიდო.

სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილი, პროკურორები და ადვოკატები. ისინი ელოდნენ ექიმებისგან იმის დასტურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროცესში მოანწილეობა და ჩვენების მიცემა შეეძლო.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა  ექიმმა, თამარ დავარაშვილმა, განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტს ჩვენების მიცემა არ შეეძლო, პროცესი გადაიდო.

 

მსგავსი სიახლეები