პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას ითხოვს
ოფიციალური ვარშავა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს. საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის ერთერთი მისიაა, დარწმუნოს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, რომ პატიმარი პრეზიდენტი პოლონეთში გაუშვან.
მარგოჟეტა გოშიევსკა მიხეილ სააკაშვილს ხვალ ,,ვივა მედის" კლინიკაში მოინახულებს. ეს შეხვედრა პატიმარი პრეზიდენტისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ღიად საუბრობდა, რომ პოლონეთი მზად იყო სააკაშვილის მისაღებად, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მთავრობა ოფიციალურ მიმართვებზე არ რეაგირებდა.
ხვალ ,,ვივა მედში" მექნება პრესკონფერენცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მსურს, რომ პრეზიდენტს შევხვდე. ეს საკითხი განვიხილეთ, რომ სააკაშვილი ახლო მომავალში მოვინახულო. - განუცხადა ,,ტვ პირველს" მარგოჟეტა გოშიევსკამ.