ეს იყო ჩვენი მომხრეებისგანაც შემდგარი ,,ნაცმოძრაობის" აქცია - მამუკა მდინარაძე

21.06.22 14:12
ეს იყო ჩვენი მომხრეებისგანაც შემდგარი ,,ნაცმოძრაობის" აქცია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ირწმუნება, რომ გუშინ დედაქალაქის გამზირზე მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ. 

პარტიის თავმჯდომარის მსგავსად, მდინარაძე ამბობს, რომ აქციის ორგანოზატორებმა გუშინ ე.წ.  ბაკურიანის გეგმა გაახმოვანეს: 

ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან და დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგანაც შემდგარი აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ე.წ. მანიფესტის სახით ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას"- თქვა დეპუტატმა.