ოპოზიციის დევნას ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ არავის ვურჩევ - სამადაშვილი "ოცნებას"
ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დაანონსებული რეპრესიების გამო აკრიტიკებს. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ.
პარტია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, ხელისუფლებას აფრთხილებს, არ დაიწყოს ოპოზიციის ლიდერების დევნა ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ, რადგან ამას ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან კიდევ უფრო სავალალო შედეგები მოჰყვება.
მე არავის ვურჩევ, რომ აქ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, რაც უკვე დაიწყო, ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ, ორჯერ დავფიქრდებოდი თქვენს ადგილას. მობეზრდათ თქვენი ტყუილების მოსმენა იმის შესახებ, რომ თითქოს გეოგრაფია უშლის ხელს, თურმე ომში ჩართვას გვთხოვს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს, - თქვა სამადაშვილმა.