"ქართული ოცნება" პარალელურ სამყაროშია - მანჯგალაძე

21.06.22 15:36
"ქართული ოცნება" პარალელურ სამყაროშია - მანჯგალაძე

მელამ თავის კუდი მოქმედ მოიყვანა, - ასე აფასებს "სტრატგეია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის განაცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება პარალელურ სამყაროშია. 

მელამ რომ კუდი მოიყვანა თავის მოწმედ, აი, ამას ჰგავს „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ამ ადამიანზე ამბობენ, რომ ის არ არის ოლიგარქი. რა კანონი უნდა დავწეროთ ისეთი, რომელიც არ გავრცელდება ბიძნა ივანიშვილზე. რაზე ვსაუბრობთ არ ვიცი. მემგონი პარალელურ სამყაროშ არიან ესენი, - თქვა მანჯგალაძემ. 

მსგავსი სიახლეები