სუს-ი ,,ნაციონალების" ოფისის დამრბევებს მფარველობს - ბადრი ბასიშვილი

03.03.21 11:29
სუს-ი ,,ნაციონალების" ოფისის დამრბევებს  მფარველობს - ბადრი ბასიშვილი

შსს-მ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის დარბევის ფაქტზე სხვისი ნივთის  დაზინების ბრალდებით  მხოლოდ 3 პირი დააკავა. ოპოზიციის ინფორმაციით, დაკავებულები  თ.ა. , გ.კ. და გ.ბ.  ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურის,  ნათესავები არიან, მათივე ინფორმაციით, დარბევაში  გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის საააგენტოს თანამშრომლი,  ფარნა მახოხაშვილიც, მონაწილეობდა,  თუმცა მისი  დაკავების აუცილებლობა სამართალდმცველებმა რატომღაც  ვერ დაინახეს. 

  ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა დაარბიეს ოპოზიციის ოფისები ქართლში,  ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა წლების განმავლობაში ენმ-ს ოფისის დარბევაში, ისინი კი არ დასაჯეს, წაახალისეს და მერიის სხვადასხვა აიპებში დაასაქმეს. დარბევებს მფარველობს გორში ხოჯევანიშვილების კლანი, ზურგს უმაგრებენ სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე, ასევე შიდა ქართლის სუს-ის უფროსი,  ოთარ ნონიკაშვილი, - ამბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი.

თავდასხმა გორის ცენტრში გუშინ საღამოს 7 საათზე მოხდა. დარბეულია ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი, ჩამსხვრეულია შუშები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა.