ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნეს

16.04.21 18:44
ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნეს

ქალზე ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს - გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, მიიღო. 

"თეატრის მსახიობი, ბესიკ ზანგური, მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით)", - წერია ბრძანებაში, რომელსაც რობერტ სტურუა აწერს ხელს. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა,  ორ დღიანი დუმილი დაარღვია და მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.