ვინ {არ} მოაწერს ხელს დანიელსონის დოკუმენტს - ოპოზიციის პოზიცია

16.04.21 18:54
ვინ {არ} მოაწერს ხელს დანიელსონის დოკუმენტს - ოპოზიციის პოზიცია

,,ნაციონალური მოძრაობა", ,,ევროპული საქართველო",  ,,სტრატეგია აღმაშენებელი" დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ,,გირჩი" ელოდება ,,ნაციონალების" შემდგომ სვლას, ,,ლელო საქართველოსთვის" კი - ევროპელი დიპლომატების მორიგ ვიზიტს, რათა დოკუმენტის ყველა დეტალი ცნობილი გახდეს - ასეთია ოპოზიციის რეაქცია  ,,ქართული ოცნების" მიერ ცალმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტზე.

თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდება და ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება. "ქართული ოცნების" ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად მათ მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ზემოთ ნახსენებ 2 მთავარ საკითხზე მოხდეს შეთანხმება იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი გადაიჭრას " - აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მინაშვილმა.

 „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად"- ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და იქვე აცხადებს, რომ დოკუმენტს მისი პარტიის ხელმოწერა არ ექნება. 

ბოლომდე უნდა მოვიდნენ გონს, პოლიტპატიმრები უნდა ვნახოთ თავისუფლები და ვნახოთ, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდა- ამბობს ბოკერია.

იმ სამ პუნქტზე ხელს მოვაწერთ, მაგრამ ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ელოდებიან ევროპელი და ქართველი კოლეგებისგან მეტ სიცხადეს.

 მქონდა ევროპელ პარლამენტარებთან კომუნიკაცია და კობახიძის ნაბიჯი მათთვისაც კი  სიურპრიზი იყო, თუ შეთანხმება უნდა ,,ოცნებას", პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს, კობახიძეს აშშ-ში ძალიან მძიმე შეხვედრები ჰქონდა და თალაკვაძემ დღეს იმიტომ მოაწერა ხელი დოკუმენტს ცალმხრივად. ეს არის ბუნდოვანი და არასაკმარისი ნაბიჯი, მეტ სიცხადეს ველოდებით - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

,,გირჩი" ელოდება ,,ნაციონალების" გადაწყვეტილებას და შემდეგ გადაწყვეტს, რა ქნას - განაცხადა ,,გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

 

მსჯელობა იმის შესახებ, რომ ,,ოცნების" ეს ნაბიჯი რაღაცას ცვლის, უაზრობაა. ,,გირჩს" ჰქონდა თავისი გზა, მაგრამ მგონი ეს გზა საქართველოსაც გაუჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ,,ნაციონალების" განცხადებაა, რომ გადავარესტაროთ სიტუაცია, მე იმედი მაქვს, რომ ,,ნაციონალები" მტრობას დაასრულებენ - აღნიშნავს ,,გირჩის" ლიდერი.

აუცილებელია ბატონი დანიელსონის მონაწილეობა, რომ საბოლოოს შეთანხმება შედგეს - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე, ,,ლელოს" ლიდერი.

,,ოცნებამ" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით - პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა. - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, დღეს დანიელსონის დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მოაწერა.

მსგავსი სიახლეები