ღარიბაშვილმა გამოძიებაზე ზეწოლა პირდაპირ ტრიბუნიდან განახორციელა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე არ გამოიძიონ - ოპოზიცია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან გამოძიებაზე ზეწოლა განახორციელა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე არ გამოიძიონ.
ოპოზიციონერის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩანან ჩანაწერებში ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვისა და ზეწოლის საქმეში დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან.
გუშინ, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ფორმალურად დაწყებული გამოძიებაც კი არის დასრულებული. რა არის დასრულებული? - ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩანან ჩანაწერებში ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან.
ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს საქმე მართლა იქება გამოძიებული. ეს არის პირდაპირ ზეწოლა გამოძიებაზე. იმის თქმა, რომ არავინ არაფრის გამოძიებას არ აპირებს"- თქვა კირთაძემ.
გარდაცვლილი დეპუტატის და, ნაზი ფუტკარაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ საქმე თაროზეა შემოდებული, ოჯახს კი დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული.
ვითხოვთ, კანონის წინაშე დაისაჯონ ბრძანების გამცემი პირები, ვინც ბრძანება შეასრულა. ამ დრომდე ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. რამდენჯერმე მიბმართე იმ განყოფილებას, სადაც ეს საქმე თაროზე დევს, მაინტერესებდა, რა ეტაპზეა გამოძიება, განცხადებაც დამაწერინეს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია"- განაცხადა ფუტკარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ვისაც კითხვები აქვს, სტრასბურგში გადაამისამართა.
ცნობისთვის, ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.