ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

24.06.22 14:00
ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

ტვ პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ მათ ხელში ტვ პირველის მიკროფონი დაუნახეს.

უცნობი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა ,,ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის, შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას, მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი თავდასხმა ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. ოპერატორს, მურმან ზოიძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობი პირებმა მცირეწლოვანი ბავშვების და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალწინ მიაყენეს.  

 

მსგავსი სიახლეები