დაპირისპირება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში - " ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტების საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადა
გუშინ ოზურგეთში, ლანჩხუთში და ყვარელში, დღეს დილიდან კი ზონდერები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიუქსიეს - რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა, სტუდენტების საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადა.
ე.წ. კუნთმაგარი ბიჭები, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებით, რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 3 ივლისის აქცია დესტრუქციულ ხასიათს აწატებს და ოპოზიციის მიერ არის მართული.