დავითაძე სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და დღემდე მისი სიცოცხლე რისკის ქვეშაა - გვარამია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იყოს.
მისი თქმით, გიორგის დატოვება სადაც გააუპატიურეს, იმავე ხალხის გარემოცვაში, ვინც მასზე ჯგუფურად იძალადა, არის განგრძობადი წამება უმძიმესი ფორმით.
"ვუსმენ ახლა ჩვენს მარიკა არევაძეს ინგა გრიგოლიასთან. მანამდეც ვისაუბრეთ, მისი გიორგი დავითაძისგან (ციხიდან) გამოსვლის შემდეგ.
პირადად ჩემთვის აღარანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩა: გიორგი დავითაძე არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და დღემდე მისი სიცოცხლე რისკის ქვეშაა.
გიორგის დატოვება რუსთავის მეექვსეში, იმავე გარემოში, სადაც გააუპატიურეს, იმავე ხალხის გარემოცვაში, ვინც მასზე ჯგუფურად იძალადა, არის განგრძობადი წამება უმძიმესი ფორმით", - წერს ნიკა გვარამია.