აუცილებელია, მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს - სენატორები

18.04.21 12:35
აუცილებელია, მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს - სენატორები

აშშ-ში  ირაკლი კობახიძის ვიზიტის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა და სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადეს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად, აშშ-სა და ევროკავშირთან კოორდინაციით აწარმოოს. სენატორებმა წერილობითი კომენტარი "ამერიკის ხმას" მისცეს.

სენატორები იმედს იტოვებენ, რომ იხილავენ მიმდინარე პოლიტიკური ჩიხიდან სწრაფ გამოსავალს იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად", – ნათქვამია განცხადებაში. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში 12 აპრილს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვდა სენატორებს – ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონს, ჯეიმს რიშს, კრის ვან ჰოლენს და  კონგრესმენებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის შეხვდა. კობახიძის ვიზიტის დასრულების შემდეგ, 16 აპრილს "ოცნებამ" დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ  დოკუმენტს ხელი მოაწერა.