ვადამდელი არჩევნები 2022 წელს - რას ითვალისწინებს მიშელის ახალი დოკუმენტი

18.04.21 20:31
ვადამდელი არჩევნები 2022 წელს  - რას ითვალისწინებს მიშელის ახალი დოკუმენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში საუბარია ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.

დოკუმენტში წერია, რომ  საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 

2021 წლის 16 აპრილს ,,ქართული ოცნების" შეთავაზების შედეგად  2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნება" ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს". - წერია ახალ დოკუმენტში.

დოკუმენტის პირველი პუნქტი პოლიპატიმრების გათავისუფლების საკითხს ეხება. დოკუმენტში საუბარია ამნისტიის კანონზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტმა უნდა მოახდინოს. 

ერთი კვირის ვადაში ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, მოაგვარონ  პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი ქეისი, ამნისტიის ან სხვა ექვივალენტური გზით, რომელსაც იგივე  შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში წარმომდგენილმა პარტიამ პარლამენტში უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა  დარღვევასა და განხორციელებულ დასჯაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.