არ გვექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს - "ოცნება"
არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე.
პარტიამ ვრცელი განცხადება გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რურუა "არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირია".
მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - წერია განცხადებაში.