,,გირჩის" სამმა დეპუტატმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

19.04.21 12:48
,,გირჩის" სამმა დეპუტატმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

,,გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს. 

შარლ მიშელის დოკუმენტი "ოცნებას" და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით 18 აპრილს შესთავაზეს.